გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen AG-მ (VW) 2025 წლის მეორე კვარტალში ავტომობილების მიწოდებები 1.2%-ით გაზარდა და 2.27 მილიონ ერთეულს მიაღწია, განაცხადა კომპანიამ.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მიწოდება გაიზარდა 9.1%-ით, სამხრეთ ამერიკაში - 19.8%-ით, ჩინეთში - 2.8%-ით, ჩინეთის გამოკლებით აზიის ქვეყნებში - 10.3%-ით და ახლო აღმოსავლეთში - 14.4%-ით. ამავდროულად, დასავლეთ ევროპაში 0.7%-იანი და ჩრდილოეთ ამერიკაში 16.2%-იანი კლება დაფიქსირდა.
წლის პირველ ნახევარში VW-ის ავტომობილების გლობალური მიწოდებები 1.3%-ით გაიზარდა და 4.41 მილიონ ერთეულს მიაღწია.
ელექტრომობილების წილი VW-ის მთლიან მიწოდებაში წლის პირველ ნახევარში 11% იყო, წინა წლის 7%-თან შედარებით. ავტომწარმოებლის ელექტრომობილებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ევროპაში (+89%) და აშშ-ში (+24.3%) აღინიშნა, ხოლო ჩინეთში 34.5%-იანი კლება დაფიქსირდა.