2025 წლის პირველი ნახევრის შედეგებით, რუსებისთვის საზღვარგარეთ უძრავი ქონების შესაძენად ყველაზე პოპულარული ქვეყანა ტაილანდია. ასეთი მონაცემები RBC Real Estate-ს საერთაშორისო საბროკერო კომპანია Tranio-ს ანალიტიკოსებმა მიაწოდეს.

წლის პირველ ნახევარში ტაილანდის მაღალი პოპულარობა უცხოური უძრავი ქონების საერთაშორისო კომპანია Nevestate-ის ბროკერებმაც დაადასტურეს.

მეორე ადგილზე, ისევე როგორც ერთი წლის წინ, არაბთა გაერთიანებული საამიროები აღმოჩნდა. მესამე ადგილი კი თურქეთმა დაიკავა, რომელიც გასული წლის პირველ ნახევარში მეხუთე ადგილზე იყო (მაშინ საბერძნეთი მესამე ადგილზე იყო, რომელიც ახლა მხოლოდ მეშვიდეა). მეოთხე ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, ხოლო ხუთეულს კვიპროსი ასრულებს.

10 ქვეყანა, სადაც რუსები 2025 წელს ყველაზე ხშირად ყიდულობდნენ უძრავ ქონებას შემდეგია:

ტაილანდი 
არაბთა გაერთიანებული საამიროები 
თურქეთი
საფრანგეთი 
კვიპროსი 
ესპანეთი 
საბერძნეთი 
ინდონეზია 
აშშ 
იტალია.