წითელ ზღვაში გამავალი გემების დაზღვევის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა ჰუსიტების თავდასხმების განახლების შემდეგ, – იუწყება Financial Times მსოფლიოს უმსხვილესი სადაზღვევო ბროკერის, Marsh McLennan-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
კომპანიის ცნობით, რისკებისთვის დაზღვევის პრემიებმა გემის ღირებულების 1%-ს მიაღწია, 6 ივლისს ბერძნულ სატვირთო გემ „Magic Seas“–ზე თავდასხმამდე კი ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 0.4%-ს შეადგენდა.
შედეგად, 100 მილიონი დოლარის ღირებულების გემის დაზღვევის ღირებულება 300 000 დოლარიდან დაახლოებით 1 მილიონ დოლარამდე გაიზარდა თითო მოგზაურობაზე, განაცხადა Marsh McLennan-ის წარმომადგენელმა მარკუს ბეიკერმა.
Greek Stem Shipping-ის საკუთრებაში არსებულ Magic Seas-ზე თავდასხმა გასული წლის დეკემბრის შემდეგ პირველი იყო.