უკრაინის ყოფილ ენერგეტიკის მინისტრს, ჰერმან ჰალუშჩენკოს ფულის გათეთრებასა და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისთვის ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) განაცხადა.

ყოფილი მაღალჩინოსანი 15 თებერვალს დააკავეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

НАБУ ჰალუშჩენკოს იძიებდა სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკის კომპანია ენერგოატომთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში. ბრალი კიდევ რვა ეჭვმიტანილს აქვს წაყენებული. სავარაუდო ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი ტიმურ მინდიჩი სახელდება.

ჰალუშჩენკო ენერგეტიკის მინისტრის პოსტს 2021–2025 წლებში იკავებდა, ხოლო 2025 წლის ივლისში იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.