ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა, ტარას კაჩკამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მოითხოვს უკრაინის რეფორმების გადახედვას და ევროკავშირში გაწევრიანებას კიდევ 10-20 წელი დალოდებას.
„ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, ამბობს: „ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენ ნდობა გვჭირდება. ამიტომ თქვენ რეფორმებს განახორციელებთ და ჩვენ, ვთქვათ, 20 წელი დაგვჭირდება, რომ შევეგუოთ სიტუაციას, დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი მუშაობს“. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ არ გვინდა თქვენი მიღება; ჩვენ უბრალოდ ნდობა გვჭირდება“, - აღნიშნა კაჩკამ.