საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2 ივნისს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
რუმინეთის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის მონაწილეა და მუნდიალზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. მირჩა ლუჩესკუს გუნდი პლეიოფის ნახევარფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება.
საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგურ მატჩამდე, 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ კაუნასში ითამაშებს.