Bloomberg-ის ცნობით, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის ობიექტებზე განხორციელებულმა დარტყმებმა შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში გამოიწვიოს ტოქსიკური დაბინძურება და გავლენა მოახდინოს რეგიონის გარეთ არსებულ ტერიტორიებზე.

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „კონფლიქტისა და გარემოს ობსერვატორიის“ ხელმძღვანელმა დაგ უირმა სააგენტოს განუცხადა, რომ ნავთობის ობიექტებზე დარტყმები რეგულარულად ხდება კონფლიქტების დროს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ისინი მოხდა თეირანთან ახლოს. ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან ექსპერტებმა 300-ზე მეტი ინციდენტი დააფიქსირეს, რაც გარემოსდაცვით რისკებს წარმოადგენს.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ რაკეტები და საბრძოლო მასალა თავად შეიცავს მძიმე მეტალებს და სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს. აფეთქებების შემდეგ ეს ნაერთები გამოიყოფა ატმოსფეროში, ნიადაგსა და წყლის ობიექტებში. უირმა აღნიშნა, რომ ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობა ექვემდებარება დამაბინძურებლების ზემოქმედებას და საფრთხე დიდხანს გაგრძელდება. მან ყველაზე სერიოზულ ინციდენტად თეირანთან ახლოს ნავთობის საცავების ობიექტებზე დარტყმები დაასახელა.