უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 7 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინულმა ძალებმა "ნეპტუნის" ტიპის ხომალდსაწყინააღმდეგო სარაკეტო სისტემით რუსეთის ქალაქ ორიოლში მდებარე საწარმო "პროტონ-ელექტროტექსს" დაარტყეს.
გენშტაბის ინფორმაციით, რაკეტები სამიზნეს მოხვდა, საწარმოს ტერიტორიაზე კი ხანძარი გაჩნდა და აფეთქებების ხმა გაისმა. ზიანის მასშტაბის დადგენა კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
გენშტაბის მიხედვით, აღნიშნული საწარმო ოპტოელექტრონულ მოწყობილობებს აწარმოებს, მათ შორის, მოდულებს Kh-71 "კოვიორის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებისთვის და ინვერტორულ გადამრთველებს "ისკანდერ-M" ტიპის ბალისტიკური რაკეტებისთვის.
უკრაინის გენშტაბის შეფასებით, საწარმოზე დარტყმა იმ რაკეტების ნაწილების წარმოებას გაართულებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის იყენებს.