უკრაინამ სპეციალური დანიშნულების რაზმები გადასხა აღმოსავლეთ ქალაქ პოკროვსკის იმ ნაწილებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, - ინფორმაციას Reuters-ი ორ უკრაინელ სამხედროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სპეცრაზმელები კვირის დასაწყისში შეიყვანეს, როდესაც რუსეთმა განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე კიევის ძალები ალყაში მოაქცია.
ოპერაციას სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი მეთვალყურეობდა.
Reuters-ი წერს, რომ ოპერაცია აჩვენებს, თუ როგორ იბრძვის უკრაინა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში მას შემდეგ, რაც ამ თვეში რუსებმა მისი პერიმეტრი დაარღვიეს. რუსეთის მიერ პოკროვსკის, მნიშვნელოვანი საგზაო და სარკინიგზო კვანძის, აღებამ შესაძლოა მას აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში.შემდგომი წინსვლის საშუალება მისცეს, რომლის სრულად ოკუპაციასაც ისახავს მიზნად.
უკრაინის სამხედრო ძალების განცხადებით, ქალაქის თავდაცვის ხაზის გარღვევა და ტერიტორიაზე შეღწევა სულ მცირე 200 რუსმა ჯარისკაცმა შეძლო.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში პოკროვსკის ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა :
„ვაგრძელებთ ოკუპანტის განადგურებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შევაჩეროთ რუსული თავდასხმები, სადაც ეს შესაძლებელია“.