კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ანტიტარიფული პოლიტიკური რეკლამის გამო ბოდიში მოუხადა.
„როიტერის“ ცნობით, კარნიმ სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე დასწრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპს ბოდიში პირადად მოუხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ვახშმისას.
ამასთან, როგორც კარნიმ აღნიშნა, ონტარიოს პროვინციის ხელმძღვანელს, დაგ ფორდს სთხოვა, რეკლამა აღარ გაეშვათ.
„მე პრეზიდენტს ბოდიში მოვუხადე. ამასთან, ფორდს ვუთხარი, რომ არ მინდოდა ამ რეკლამის ჩვენების გაგრძელება“, – აღნიშნა კარნიმ.
ცნობისთვის, კანადის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა რეკლამა, რომელშიც აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის გამოსვლის ამონარიდებია გამოყენებული. ვიდეოჩანაწერში რეიგანი ტარიფებს აკრიტიკებს და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს იცავს. რეკლამის გავრცელების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას წყვეტს. ამასთან, მან კანადურ საქონელზე ტარიფების კიდევ 10%-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რეკლამა ყალბია და ის რეიგანის რადიომიმართვის მნიშვნელობას ამახინჯებს.
წყარო: 1tv.ge