კემბრიჯის უნივერსიტეტის ახალი კვლევა გვეუბნება, რომ ჩვენი ტვინი თინეიჯერობის ფაზაშია მანამ, სანამ პიკს 30-იან წლებში არ მიაღწევს… თუმცა სანამ ამას გვეტყოდნენ, 90 წლის 4000 ადამიანს დააკვირდნენ და მათი ტვინის უჯრედები შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა, ზრდასთან ერთად, ტვინის პროგრესი კი არ ხდება, არამედ 5 განსხვავებულ ფაზას გადის, გარდამტეხი მომენტებით 9, 32, 66 და 83 წლის ასაკში. 

პირველი ეტაპი დაბადებიდან ცხრა წლამდეა, რა დროსაც ტვინი ზომაში სწრაფად იზრდება. უკვე 9 წლისას მოზარდობის ფაზა იწყება და ტვინის მუშაობაც უმჯობესდება, სწორედ ამ ეტაპზეა მენტალური ჯანმრთელობის დარღვევების წარმოშობის მაღალი რისკი — მრავალი ნეიროგანვითარების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნევროლოგიური მდგომარეობა ტვინის სტრუქტურულ მახასიათებელს უკავშირდება. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსხვავებები ტვინში მიგვანიშნებს ყურადღების, ენის, მეხსიერების და სხვადასხვა ქცევების სირთულეებზე.

ყველაზე გასაოცარი შედეგი ამ კვლევაში ის არის, რომ მოზარდობის ფაზა მოსალოდნელზე დიდხანს გრძელდება. დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აყალიბებს ტვინი კავშირებს და ეს ფაზა დაახლოებით 32 წლამდე გვხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 წლის ასაკში თქვენი ტვინი კვლავ თინეიჯერია.

ხოლო უკვე 32 წლის ასაკში ყველაზე დიდი რისკები ჩნდება, სწორედ აქ აღწევს ტვინი ეფექტურობის პიკს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვინის რეგიონები ყველაზე პირდაპირ გზებს იყენებს კომუნიკაციისთვის. ეს აღნიშნავს ზრდასრულობაში გადასვლას, რაც ყველაზე გრძელი ფაზაა ტვინის განვითარებაში. 

კვლევების თანახმად, პერსონალური მახასიათებლები და ინტელექტი ასევე სტაბილური ხდება ამ პერიოდში. მიუხედავად კოლეჯიდან წამოსული მეწარმეებისა, წარმატებული ენტერპრენერების საშუალო ასაკი ზუსტად განვითარების ამ ფაზაში გვხვდება და ეს 45 წელია.

საპენსიო ასაკთან მიღწევისას 66 წლის ასაკში ე. წ. ადრეული დაბერების ფაზა იწყება. ტვინში ნერვული ქსელის ტემპი იცვლება, ნელდება, რადგან თეთრი მატერიის დონე იკლებს. საბოლოოდ კი 83 წლის ასაკში გვიანი დაბერების ეტაპი დგება ჩვენს ტვინში, რა დროსაც რეგიონებს შორის კავშირი ქვეითდება და ადამიანები მანამდე კარგად გამოცდილ ნერვულ გზებსა თუ რეგიონებს მიმართავენ.

ამგვარად, კვლევა განვითარების 5 ფაზას გვაცნობს:

  • ბავშვობა: დაბადებიდან ცხრა წლამდე
  • მოზარდობა: 9-დან 32 წლამდე
  • ზრდასრულობა: 32-დან 66 წლამდე
  • ადრეული დაბერება: 66-დან 83 წლამდე
  • გვიანი დაბერება: 83 წლიდან და შემდეგ

რომ დავაკვირდეთ, ბევრი ჩვენგანი ყოფს ცხოვრებას განსხვავებულ ფაზებად და ასე აღმოჩნდა ტვინის შემთხვევაშიც. იმის გააზრება, რომ ტვინის სტრუქტურული მოგზაურობა მუდმივი პროგრესით არ მიმდინარეობს დაგვეხმარება, დავადგინოთ, როდის და როგორ ხდება კავშირების დარღვევა, — განმარტავს დანკან ასლი, კვლევის წამყვანი ავტორი.

marketer.ge