ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი კვლავ უარყოფითად მოქმედებს ტურიზმის ინდუსტრიაზე – მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) შეფასებით, რეგიონში საერთაშორისო ტურისტების ხარჯები დღეში მინიმუმ 600 მილიონი დოლარით მცირდება.

ეს გამოწვეულია საჰაერო მიმოსვლის შეფერხებებით, მოგზაურთა ნდობის კლებით და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გაუარესებით, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მოგზაურობაზე მოთხოვნაზე.

ახლო აღმოსავლეთი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს გლობალური ტურიზმის ინდუსტრიაში: მასზე მოდის საერთაშორისო ჩამოსვლების 5% და გლობალური სატრანზიტო მგზავრთა ნაკადის 14%. რეგიონში ნებისმიერი შეფერხება გავლენას ახდენს აეროპორტების, ავიაკომპანიების, სასტუმროების, საკრუიზო კომპანიებისა და ავტომობილების გაქირავების სერვისების მუშაობაზე.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე