Goldman Sachs–ის ანალიტიკოსებმა მეოთხე კვარტალში Brent–ის ტიპის ნავთობის ფასის პროგნოზი ბარელზე 71 დოლარამდე გააუმჯობესეს, ადრე მოსალოდნელ 66 დოლარიდან, ხოლო WTI–ს  ტიპის ნავთობის ფასის პროგნოზი ბარელზე 62 დოლარიდან 67 დოლარამდე გაიზარდა, – ამის შესახებ Reuters–ი იუწყება.

ეს განპირობებულია ირანთან ომის გამო ჰორმუზის სრუტის გავლით საწვავის მიწოდების უფრო ხანგრძლივი შეფერხების მოლოდინით. ადრე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ შეფერხება 10 დღეს გაგრძელდებოდა, თუმცა ახლა ისინი სრუტეში ტვირთების თითქმის სრულ არარსებობას 21 დღის განმავლობაში პროგნოზირებენ, რასაც მოჰყვება გემების მოძრაობის თანდათანობითი აღდგენა ერთი თვის განმავლობაში.

ამ კონფლიქტის დაწყებიდან Brent–ის ფასი 36%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო WTI-ის - დაახლოებით 39%-ით.

ვრცლად interfax - ზე