რუსეთის ხელისუფლების 6-თვიანი მცდელობა, თურქეთთან საბანკო გადახდების განბლოკვის შესახებ შეთანხმებისთვის მიეღწია, კრახით დასრულდა. თითქმის ყველა თურქულმა ბანკმა უარი განაცხადა, რუსეთსა და ბელარუსთან დაკავშირებულ გარიგებებს მოემსახუროს, - იუწყება რუსული „ტასს“ წყაროებზე დაყრდნობით.

„პირველ ეტაპზე რუსეთსა და ბელარუსთან დაკავშირებული გადახდების განხორციელება შეწყვიტა ყველა თურქულმა ბანკმა კაპიტალში უცხოური მონაწილეობით, ახლა კი მათ შეუერთდნენ სახელმწიფო და კერძო თურქული ბანკები, რომელთაც უცხოელი პარტნიორები არ ჰყავთ.

ყველა თავს იზღვევს პრობლემებისგან, რომელიც შეზღუდვებისა და სანქციების სახით შეიძლება, შეექმნათ.

თურქეთში რუსეთთან ვაჭრობის მომსახურებისთვის ერთადერთი ბანკი - Emlak Katılım რჩება და ისიც მხოლოდ რუბლსა და ლირაში გადარიცხვებს აგრძელებს, დოლარსა და ევროში გადახდებს კი ყველა ავტომატურად ბლოკავს“, - იუწყება Tass-ი.