კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია (ОДКБ) - კრემლის მიერ მის მიმართ ლოიალური 6 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან შეკრული სამხედრო ბლოკი, საფრთხეა სომხეთისთვის, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სომხეთი, რომელიც ამ ორგანიზაციაში შექმნის დღიდან - 1992 წლის მაისიდან იყო გაწევრიანებული, სადღეისოდ ОДКБ-სთან ურთერთობებში „შეუქცევადობის წერტილს მიუახლოვდა“.

„ОДКБ-ში ჩვენი წევრობა გავყინეთ არა მარტო იმიტომ, რომ ეს ორგანიზაცია არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს სომხეთის უსაფრთხოების დაცვის კუთხით, არამედ მეტიც - თავად წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის, სომხეთის მომავალი არსებობისთვის, ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებიობისთის" - განაცხადა ფაშინიანმა სრულიად სომეხთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, სომხეთი აპირებს, განავითაროს თანამშრომლობა ევროკავშირთან, ასევე თურქეთსა და საქართველოსთან, თუმცა ამავდროულად ეცდება, არ გაწყვიტოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან და რუსეთის ეგიდით მოქმედ „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან“.

მიმდინარე წლის 12 ივნისს ფაშინიანმა სომხეთის ОДКБ-დან გასვლის განზრახვა გამოაცხადა, ერთი თვით ადრე კი ორგანიზაციის წევრებს 2022 წლის კონფლიქტში აზერბაიჯანის დახმარებაში დასდო ბრალი. 2023 წლის ზამთრიდან მოყოლებული, სომხეთი აღარ მონაწილეობს ОДКБ-ს ეგიდით დაგეგმილ წვრთნებში და უარი თქვა ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობებზე სომხეთისთვის განსაზღვრულ კვოტებზე.

accentnews.ge