თურქეთმა და აზერბაიჯანმა მოამზადეს ერთობლივი განაცხადი ფახლავის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტატიულ სიაში შესატანად. ქვეყნები ითხოვენ დესერტის დარეგისტრირებას სახელწოდებებით baklava და pakhlava, იტყობინება Türkiye Gazetesi.
ტკბილეულის რეგისტრაციისთვის საჭირო დოსიე უკვე მომზადებულია. ფახლავის სიაში შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იუნესკოს მთავრობათაშორისი კომიტეტის 21-ე სესიაზე მიიღებენ, რომელიც 30 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე ჩინეთის ქალაქ სიამენში გაიმართება.
გამოცემის ცნობით, თურქეთი და აზერბაიჯანი პოზიტიური შედეგის მოლოდინში არიან. განაცხადის მოწონების შემთხვევაში, ფახლავა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ელემენტის სტატუსს მიიღებს.