თეირანი რეგიონში აშშ-ის ინფრასტრუქტურას დაარტყამს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის მუქარას შეასრულებს და ირანის ელექტროსადგურებს დაესხმება თავს, - ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბ-ბინის პრესსპიკერმა განაცხადა.

„თუ მტერი თავს დაესხმება ირანის საწვავისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რეგიონში არსებული აშშ-სა და რეჟიმის კუთვნილი ენერგეტიკული, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გამტკნარების ინფრასტრუქტურა სამიზნე გახდება“, - აღნიშნა ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბ-ბინის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის, აშშ მის ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებს.

www.interpressnews.ge