ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ 2026 წლის სეზონის კალენდარი წარადგინა.
მომავალ წელს პილოტები 24 ეტაპს ჩაატარებენ, როგორც წლევანდელ სეზონში. ჩემპიონატი 8 მარტს ავსტრალიაში დაიწყება და 6 დეკემბერს აბუ-დაბიში დასრულდება.
კალენდარში ადგილი დაკარგა ემილია-რომანიას გრანპრიმ იმოლაში. ფორმულა 1-ში დებიუტი ექნება საქალაქო ტრეკს მადრიდში, სადაც ესპანეთის გრანპრი სექტემბერს გაიმართება. რბოლა ბარსელონაში ახალ სახელწოდებას მიიღებს.
მონაკოს უქმეები, რომელიც, ტრადიციულად, მაისის ბოლოს იმართებოდა, ივნისში გადაიტანეს.
2026 წლის სეზონის კალენდარი:
- ავსტრალია – 8 მარტი
- ჩინეთი – 15 მარტი
- იაპონია – 29 მარტი
- ბაჰრეინი – 12 აპრილი
- საუდის არაბეთი – 19 აპრილი
- აშშ (მაიამი) – 3 მაისი
- კანადა – 24 მაისი
- მონაკო – 7 ივნისი
- ესპანეთი (ბარსელონა) – 14 ივნისი
- ავსტრია – 28 ივნისი
- ბრიტანეთ – 5 ივლისი
- ბელგია – 19 ივლისი
- უნგრეთი – 26 ივლისი
- ნიდერლანდები – 23 აგვისტო
- იტალია – 6 სექტემბერი
- ესპანეთი (მადრიდი) – 13 სექტემბერი
- აზერბაიჯანი – 27 სექტემბერი
- სინგაპური – 11 ოქტომბერი
- აშშ (ოსტინი) – 25 ოქტომბერი
- მექსიკა – 1 ნოემბერი
- ბრაზილია – 8 ნოემბერი
- აშშ (ლას ვეგასი) – 21 ნოემბერი
- კატარი – 29 ნოემბერი
- აბუ-დაბი – 6 დეკემბერი