ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ხატია წილოსანის კანდიდატურაა წარდგენილი, - ამის შესახებ განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს მოაწერა ხელი.

დოკუმენტის მიხედვით, 10 ივლისიდან ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინა ხატია წილოსანის კანდიდატურა.

ცნობისთვის, ხატია წილოსანი თამარ ტალიაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზეა წარდგენილი.