მიმდინარე წელს ჩეხეთი, სავარაუდოდ, ნატო-ს თავდაცვითი ხარჯების მიზანს ვერ შეასრულებს, – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.
როგორც ჩეხეთის პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2% დახარჯოს, თუმცა ამას ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემები ართულებს.
მისი თქმით, არსებული დეფიციტი წინა, პროევროპული მთავრობის მიერ გადაჭარბებული ხარჯების შედეგია.
ბაბიშის განცხადებით, პრაღა კვლავ ერთგულია ნატო-ს ახალი მიზნის – 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ის 3,5%-ის დახარჯვის. თუმცა, მისი აზრით, ალიანსის წევრებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას და არამხოლოდ ხარჯების მაჩვენებლებს.
„მთავარი შესაძლებლობებია და არამხოლოდ პროცენტები, რადგან ხარჯების მაჩვენებლებით მანიპულირება საკმაოდ მარტივია“, – განაცხადა ბაბიშმა.