თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა და შეიწყალა ჭაო, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია კრიპტოვალუტის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის ფარგლებში დევნიდა.
დამფუძნებელი ჩანპენ ჭაო კრიპტობირჟა Binance-ის დამფუძნებელი მილიარდერია, რომელიც ფულის გათეთრების ბრალდებით გასული წლის აპრილში დააკავეს და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი იურისტები ყოფილი ხელმძღვანელის ოფიციალურ შეწყალებას თითქმის ერთი წლის განმავლობაში ითხოვდნენ. ჭაომ სასჯელი 2024 წლის სექტემბერში მოიხადა.
ჭაოს დაკავებამდე, აშშ-ის ფედერალური მოსამართლის მიერ დამტკიცებული საპროცენტო შეთანხმების ფარგლებში, კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ს $4.3 მილიარდზე მეტი ღირებულების ჯარიმისა და კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
სხვათა შორის, ჭაოს კომპანიას მნიშვნელოვანი კავშირები აქვს ტრამპის ბიზნესსაქმიანობასთან. Binance-მა მიმდინარე წლის მაისში USD1 განათავსა World Liberty Financial-ის სტეიბლკოინში, რომლის აქციონერები გახლავთ სწორედ ტრამპი და მისი ოჯახის წევრები.