აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მზადაა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, კიმ ჩენ ინის სურვილის შემთხვევაში, მზადაა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს აზიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდეს.

„მე დავეთანხმებოდი. თუ თქვენ გსურთ ამ ინფორმაციის გავრცელება, ამისთვის მზად ვარ. მე არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა მასთან“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ კორეის მოთხოვნაზე, რომ აშშ-თან დიალოგი წინაპირობა მათი ბირთვულ სახელმწიფოდ აღიარებაა.

„როდესაც ამბობ, რომ ბირთვულ ძალად უნდა გაღიარონ, მათ ბევრი ბირთვული იარაღი აქვთ, ამას ვეტყვი“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს სამჯერ შეხვდა.