ლიტვის სამხედრო ძალების ცნობით, 23 ოქტომბერს ორმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა NATO-ს საჰაერო სივრცეში 18 წამი იფრინა.
სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ რუსული Су-30-ის ტიპის გამანადგურებელი და Ил-78-ის ტიპის საწვავის შესავსები ტანკერი შესაძლოა, საწვავის შევსების საწვრთნელ მისიაზე იყვნენ, რა დროსაც კალინინგრადის ოლქიდან ლიტვის ტერიტორიაზე 700 მეტრით შეფრინდნენ.
"ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რუსეთი ისე მოქმედებს, როგორც ტერორისტული სახელმწიფო - არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა კანონსა და მეზობელი ერების უსაფრთხოებას" - განაცხადა ლიტვის პრემიერმინისტრმა ინგა რუგინენემ Facebook-ზე.
შემოჭრის საპასუხოდ, NATO-ს ბალტიის საჰაერო საპატრულოდან ესპანური Eurofighter-ის ტიპის თვითმფრინავები აფრინდნენ და საჰაერო პატრულირება დაიწყეს.