10 წელია, ტარდება ფორუმი და 10 წლის წინანდელ ფორუმს თუ გავიხსენებთ, თუნდაც, 2019 ან 2023 წლების ფორუმებს, თითქმის ერთი და იმავე ტიპის სიგნალები ისმოდა არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიისა და ევროპის წარმომადგენლების მხრიდან,- ამის შესახებ ბიზნესადმინისტრირების  დოქტორმა, ზურაბ მაღრაძემ რადიო კომერსანტის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ბრიტანულმა მხარემ ერთი თვის წინ განაცხადა, რომ შუა დერეფნის განვითარებით დაინტერესებული იყვნენ, თუმცა ამ დრომდე უკუკავშირი არ ჩანს.

,,ნამდვილად კარგი საქმეა „აბრეშუმის გზის“ ფორუმის ორგანიზება. მეხუთედ ტარდება საქართველოში, მაგრამ საქმე ის არის, რომ 10 წელია, ტარდება ფორუმი და 10 წლის წინანდელ ფორუმს თუ გავიხსენებთ, თუნდაც, 2019 ან 2023 წლების ფორუმებს, თითქმის ერთი და იმავე ტიპის სიგნალები ისმოდა არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიისა და ევროპის წამომადგენლების მხრიდან. სხვა საკითხია, მონაწილეობდა თუ არა ევროპული მხარე ამ პროცესში. ჯერჯერობით არ ჩანს ევროპული მხარე. სულ რაღაც ერთი თვის წინ ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ფსონს დებდა შუა დერეფანზე და ამავე დროს, იყო მეორე განცხადებაც ბრიტანული მხარისგან, რომ ყაზახეთსა და საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების გამართვაში მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ბრიტანეთის ხმა არ ისმის. ბრიტანული და ზოგადად, ევროპული კაპიტალის მოძრაობა საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქრთველოსთვის, ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვისაც მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის პოლიტიკაში",- აღნიშნა მაღრაძემ.