აშშ-ს მიერ სანქცირებულ „ლუკოილსა“ და „როსნეფტთან“ დაკავშირებით ყველა ტრანზაცია, რომელიც აუცილებელია საქონლისა და სერვისების მიღებისთვის, ნებადართული მხოლოდ 2025 წლის 21 ნოემბრამდე - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ს სახაზინო დეტარტამენტის დოკუმენტში.

ცნობისათვის, აშშ-მ ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” 22 ოქტომბერს დაასანქცირა. ასევე, დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანია, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს. სანქცირებულებს შორისაა, ავსტრიაში რეგისტრირებული კომპანია LUKOIL International GmbH-ი, რომელიც "ლუკოილ ჯორჯიას" 100%-ს ფლობს. თავად ავსტრიული კომპანიის მფლობელი კი რუსული „ლუკოილია“. შესაბამისად, ფინანსური სანქციები კომპანიის ქართულ შვილობილზეც ვრცელდება.

ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, წერია:

„ყველა ტრანზაქცია, რომელიც აუცილებელია საქონლისა და სერვისების შეძენისთვის, „ლუკოილის“ საცალო სერვის-სადგურებში რუსეთის ტერიტორიის გარეთ, ნებადართულია 2025 წლის 21 ნოემბრამდე, დილის 12:01 საათამდე (აღმოსავლეთის დროით)“.

დოკუმენტისვე თანახმად, Lukoil Retail Service Stations აღნიშნავს ფიზიკურ საცალო სერვის-სადგურებს, რომლებიც:

  • მდებარეობენ რუსეთის ფედერაციის გარეთ და არსებობდნენ 2025 წლის 22 ოქტომბრამდე;
  • რომლებშიც საჯარო სააქციო კომპანია „Oil Company Lukoil“-ს აქვს მონაწილეობა;
  • რომელშიც ნებისმიერი კომპანია, სადაც Lukoil-ს პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვს 50%-ზე მეტი წილი, ფლობს ინტერესს.

ასევე დოკუმენტის თანახმად, დაუშვებელია უფლება შემდეგი სახის ტრანზაქციებზე:

  • "ტრანზაქციებზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკთან, ასევე ტრანზაქციები ეროვნული სიმდიდრის ფონდთან და ფინანსთა სამინისტროსთან;
  • ტრანზაქციებზე, რომლებიც აკრძალულია რუსეთის მავნე საგარეო საქმიანობების სანქციების რეგულაციებით, თუ ისინი ცალკე არ არის ნებადართული“, - წერია დოკუმენტში.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი