სპილენძის გლობალური ფასები კვლავ უახლოვდება რეკორდულ ნიშნულს, 11 000 აშშ დოლარს ტონაზე, მიწოდების დეფიციტის შესახებ შეშფოთების ფონზე, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

პარასკევს, 24 ოქტომბერს, ლონდონის ლითონის ბირჟაზე სამთვიანი სპილენძის ფიუჩერსები 1%-ზე მეტით გაიზარდა და ტონაზე 10,970 აშშ დოლარი შეადგინა. ეს თითქმის იგივეა, რაც გასულ წელს დაფიქსირებული მაქსიმუმი.

ფასის ზრდა მსოფლიოს მსხვილ სპილენძის მაღაროებში მომხდარ რიგ ავარიებს უკავშირდება. კერძოდ, Freeport-McMoRan-მა მეწყერის შემდეგ დროებით შეაჩერა მუშაობა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სპილენძის მაღაროში, გრასბერგში, ინდონეზიაში.

liga.net