24 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7241 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7200 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0041 ლარი შეადგინა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.16 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1638 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.10 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6280 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.49 თეთრი შეადგინა.