ჩინური Geely Holding-ის საკუთრებაში მყოფმა Volvo Car AB-მ წარმატებული შედეგის დადება ტარიფებისა და მწვავე კონკურენციის პირობებში მაინც მოახერხა.

კომპანიის აქციების ღირებულება მხოლოდ ხუთშაბათს 28%-ით გაიზარდა და ამჟამად $3.36 დოლარად ივაჭრება.

შვედური ავტომწარმოებლის, Volvo-ს აქციების ღირებულება, ისევე როგორც მისი გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა.

კომპანიამ მესამე კვარტალში $627 მილიონის შემოსავალი მიიღო. წარმატებას კომპანიის მიერ ხარჯთეფექტიანობის რეფორმების გატარებას მიაწერენ. კომპანიამ ოპერაციული ხარჯების შესამცირებლად რეფორმები გაატარა. 

თავად კომპანიის მენეჯმენტი შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზად XC60-ის ახალი ვერსიის გამოშვებას ასახელებს. ის კომპანიის ყველაზე გაყიდვადი მოდელია.