აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაათავისუფლა ამერიკელების მიერ ჩრდილო ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერ „მარინერას“ ეკიპაჟის ორი რუსი წევრი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.

ზახაროვამ განმარტა, რომ მოსკოვმა ტრამპს მეზღვაურების გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

„ჩვენი მოთხოვნის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა გაათავისუფლოს ტანკერ „მარინერას“ ეკიპაჟის ორი რუსი მოქალაქე, რომლებიც ადრე აშშ-მ დააკავა ჩრდილო ატლანტიკაში ოპერაციის დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მან მადლიერება გამოხატა აშშ-ის ხელმძღვანელობის მიმართ ამ გადაწყვეტილებისთვის.

გამოცემის ინფორმაციით, ტანკერზე სულ 28 მეზღვაური იმყოფებოდა: 20 უკრაინელი, ექვსი საქართველოს მოქალაქე, კაპიტნის ჩათვლით, და ორი რუსი. შესაბამისად, 26 მეზღვაური ამ დრომდე დაკავებულია.