აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოჯახის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ის აშშ-ს ფილიალში წილის შესაძენად. ამის შესახებ სტატიას The Wall Street Journal აქვეყნებს.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო ჩანგპენგ ჟაომ და თქვა, რომ ტრამპის ოჯახთან მოლაპარაკებები არ აწარმოებს.

WSJ-ს ინფორმაციით, Binance-მა ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები 2024 წელს დაიწყო. მან ტრამპის ოჯახს ბიზნეს გარიგება კომპანიის აშშ-ში დაბრუნების ნებართვის პირობით შესთავაზა.

გარიგების შესაძლო ვარიანტებს შორის განიხილება ტრამპის ოჯახის მიერ კომპანიის წილის შეძენა ან გარიგებას ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტის პროექტის World Liberty Financial-ის მეშვეობით.