„ტრამპის მარშრუტის“ პროექტის (TRIPP) პრაქტიკული ფაზა, სამშენებლო სამუშაოების დაწყების ჩათვლით, 2026 წლისთვისაა დაგეგმილი, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ სომხეთი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკელ პარტნიორებთან „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ პროექტის სამართლებრივი ჩარჩოსა და მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავების მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურ-ამერიკული ერთობლივი საწარმო TRIPP Company დარეგისტრირდება სომხეთში და მიიღებს უფლებას, განავითაროს საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის რკინიგზა და გზები, ნავთობისა და გაზის მილსადენები და ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზები.

1tv.ge