ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსისგან თავისუფალი მიჩურინის ბანანის პირველი მოსავალი აიღეს. მიჩურინის ბანანის ნერგები რუსული „შჩოლკოვო აგროხიმიის“ სამეცნიერო სათბურებსა და ოკუპირებული აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის კვლევით ინსტიტუტში დაირგო.
როგორც გამოცემა „სელსკიე ზორი“ იტყობინება, მიჩურინის კვლევით-საწარმოო ცენტრ „აგროპიშეპრომმა“ რუსეთში პირველად გაზარდა ვირუსისგან თავისუფალი ბანანის ნერგები. ეს კულტურა სათბურის კომპლექსებში უწყვეტი სამრეწველო კულტივირებისთვის იყო შემუშავებული.
კვლევით-საწარმოო ცენტრი „აგროპიშეპრომის“ ხელმძღვანელი სერგეი კოლესნიკოვმა აღნიშნა, რომ კავენდიშის ჯუჯა ბანანის ჯიშები უკვე ორნახევარ მეტრამდე გაიზარდა. პირველი მტევნები 10-დან 15 კგ-მდე იწონიდა. მოსავლიანობა მეორე წელს 25 კგ-მდე, ხოლო მესამე წელს 40-45 კგ-მდე გაიზრდება თითო ხეზე.