2025 წლის ნოემბერში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე 3 627 ბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის იგივე თვესთან შედარებით, 2%-ით ზრდაა - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევის პუბლიკაციაში ვკითხულობთ.

კვლევის თანახმად, 2025 წლის 11 თვის განმავლობაში ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურ ჭრილში 3%-ით გაიზარდა.

ამასთან, 2025 წლის ნოემბერში, გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე $1 341-ს გაუტოლდა და წლიურ ჭრილში 4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით -0.4%-ით შემცირდა.

ნოემბერში ბაზრის მოცულობამ $316 მილიონი შეადგინა.

„თიბისი კაპიტალის“ თანახმად, 2025 წლის ნოემბერში, ახალი გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 35%-ით შემცირდა და 553-ს გაუტოლდა. ძველი გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 074 შეადგინა, რაც წლიურად 13%-იანი ზრდაა.

2025 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი, 949 ტრანზაქცია დიდ დიღომში დაფიქსირდა. გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით სამგორში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა, რომელსაც მოჰყვებოდა კრწანისი (42%, წ/წ). ყველაზე პატარა წლიური ზრდა ფიქსირდება ჩუღურეთში.

რაც შეეხება ქირის ფასს, „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციის თანახმად, საშუალო გასაქირავებელი ფასი ნოემბერში მ²-ზე $10.1-ია, რაც 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.