აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების ერთი კვირით შეწყვეტასთან დაკავშირებით მის თხოვნას დასთანხმდა.

ტრამპის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

„ვკითხე, შეეძლო თუ არა მას ერთი კვირით შეეჩერებინა დაბომბვა, არ გაესროლა რაკეტები კიევში ან სხვა ქალაქებში და ის დათანხმდა ამის გაკეთებას. ასე რომ, ეს უკვე რაღაცაა“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის მოგვარებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, კარგი ამბები მოხდეს.

„ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ძალიან კარგად ვმუშაობთ. პირველი შემთხვევაა, როცა ამაზე ვსაუბრობ. იცით, ვფიქრობ, შეიძლება კარგი ამბები გვქონდეს,“ - აღნიშნა ტრამპმა.

ipn.ge