პარიზში სოციალური პლატფორმა X-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პარიზის პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკა 2025 წლის იანვარში დაწყებული გამოძიების ნაწილია და იგი სოციალური პლატფორმა X-ის მიერ ალგორითმების ბოროტად გამოყენებასა და მონაცემების თაღლითურად მოპოვებას ეხება.

ასევე, პროკურატურაში აღნიშნეს, რომ გამოძიება X-ის ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატ-ბოტ Grok-ის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საჩივრებსაც მოიცავს, რაც მისი გამოყენებით სოციალურ პლატფორმაზე სექსუალური ხასიათის სურათების შექმნასა და ფლობას უკავშირდება.

ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის სოციალური პლატფორმა X-ის საფრანგეთის ოფისებში ჩხრეკა პარიზის პროკურატურის კიბერდანაშაულის განყოფილებამ, ევროპოლისა და პარიზის პოლიციის მხარდაჭერით ჩაატარა.

პარიზის პროკურატურამ ილონ მასკი და X-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ლინდა იაკარინო დაკითხვაზე 20 აპრილს დაიბარა.

ipn.ge