საქართველოს დაცული ტერიტორიები ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გამორჩეული ხედები, ტურისტული ბილიკები ან უსაზღვრო მწვერვალები. ეს ტერიტორიები ათასობით წლის განმავლობაში კულტურულ-ეკოლოგიური პროცესებით შექმნილ ცოცხალ სისტემას მოიცავს და რეგიონის ბიომრავალფეროვნებასა და ეკოლოგიურ სიჯანსაღეს განსაზღვრავს.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კავკასიის ბუნებისფონდთან (CNF) თანამშრომლობით 2010 წლიდან ზრუნავს ქვეყნის 18 დაცული ტერიტორიის დაცვა-შენარჩუნებაზე.
აღნიშნულ ტერიტორიებს შორის კი ერთ-ერთი ყაზბეგის ეროვნული პარკია - უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტის მქონე ტერიტორია, სადაც მაღალი მთები, გაშლილი მინდვრები, ციცაბო ფერდობები და ღრმა ხეობებია.
დაცული ტერიტორიების მნიშვნელობისა და ღირებულების, მათი ეკოსისტემის დაცვისა და შენარჩუნების დაგლობალური მისიის შესახებ თეა ბარბაქაძე, კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორი გვესაუბრება.
ყაზბეგის ეროვნული პარკის მნიშვნელობა
თეა ბარბაქაძე ყაზბეგის ეროვნული პარკის შესახებ საუბრისას გვიყვება, რომ ტერიტორია დიდი კავკასიონის მაღალმთიანი ლანდშაფტებისა და იქ გავრცელებული სახეობების დაცვა-შენარჩუნების მიზნით შეიქმნა. მისი უნიკალური ეკოსისტემა რეგიონის კლიმატის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი ლანდშაფტისა და ეკოსისტემის შენარჩუნება-გაფრთხილება.
ეს კომპლექსური პროცესი, კონსერვაციულ ღონისძიებებთან ერთად, ადგილობრივ თემებთან აქტიურ თანამშრომლობასაც მოიცავს.
“მნიშვნელოვანია ბუნებრივი და ტრადიციულად ჩამოყალიბებული ისტორიულ-კულტურულილანდშაფტის ჰარმონიული თანაარსებობის ხელშეწყობა, რაც თავისთავად გულისხმობსკომუნიკაციას და თანამშრომლობას ადგილობრივ თემებთან”, - განმარტავს თეა ბარბაქაძე, კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორი.
კლიმატური ცვლილებების და პარკის გამოწვევები
როგორც თეა აღნიშნავს, ყაზბეგის ეროვნული პარკის წინაშე არსებული ყველაზე დიდი გამოწვევა გლობალური კლიმატის ცვლილებაა. დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია მყინვარების დნობის პროცესზე ცოცხალ რეჟიმში დაკვირვება, დროულად რეაგირება და პრევენციული სამუშაოების განხორციელება.
ეს მისია უმნიშვნელოვანესია ცვალებად ეკოლოგიურ გარემოსთან ადაპტირების პროცესში.
“პარკის ადმინისტრაციის დახმარებით, CNF ხელს უწყობს ეროვნულ და რეგიონულ დონეზეპროცესების ეფექტურად წარმართვას, მონიტორინგსა და მონაცემთა შეგროვებას”, – აღნიშნავსთეა ბარბაქაძე.
თანამშრომლობის მნიშვნელობა და საერთო მიზნები
ადგილობრივი ეკოსისტემის დაცვისა და გაფრთხილებისათვის ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამ თანამშრომლობის წყალობით ფონდმა შეძლო გარემოსდაცვითი საკითხების გარშემო სახელმწიფო და კერძო სექტორები გაეერთიანებინა.
“საქართველოს ბანკისა და კავკასიის ბუნების ფონდის 16-წლიანი თანამშრომლობა კერძო დაგარემოსდაცვით სექტორებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, არამხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონულ დონეზეც”, - აღნიშნავს თეა ბარბაქაძე.
ყაზბეგის ეროვნული პარკი და უსასრულო აღმოჩენების გზა
ყაზბეგის ეროვნული პარკის თვალწარმტაცი ლანდშაფტი უამრავი იშვიათი სახეობის საარსებო გარემო – ჰაბიტატია. არც ის იცის ბევრმა, რომ ჭაღარა მყინვარწვერი ალპების მონბლანზე უფრო მაღალია. ზამთრის ყაზბეგი კი აღმოჩენის უსასრულო შესაძლებლობებს გვთავაზობს.
“მოგზაურებს ვურჩევ, თრუსოს და დარიალის ხეობები მოინახულონ, ნახონ გველეთის ჩანჩქერიდა ახლო-მახლოს იქნებ, ჯიხვებსაც შეავლონ თვალი ციცაბო კლდეებზე”, - ამბობს თეა ბარბაქაძე.
ყაზბეგის ეროვნულ პარკში ახალი აღმოჩენებისთვის გადადით ბმულზე.
იმოგზაურე და დაიცავი ბუნებაში ქცევის წესები
თეა ბარბაქაძე გვახსენებს, რომ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა პასუხისმგებლობასაც მოიცავს – ბუნება ცოცხალი ორგანიზმია თავისი წესებით, რომლებსაც აღმოჩენების გზაზე აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ. პასუხისმგებლობის გააზრება და დაცულ ტერიტორიებზე ქცევის წესების პატივისცემა ჩვენი უსაფრთხოების გარანტიცაა და დაუვიწყარი, ჰარმონიული მოგზაურობის წინაპირობაც.
“გვახსოვდეს, ყოველი ვიზიტის შემდეგ მოსულ ახალ სტუმარსაც უნდა ჰქონდეს იმისშესაძლებლობა, რომ შეაგროვოს უნიკალური მოგონებები და შთაბეჭდილებები, ამიტომ ნუდატოვებთ თქვენს კვალს ბუნებაში”, – აღნიშნავს თეა ბარბაქაძე.
მეტისთვის ნახეთ ვიდეო.