საბა საზონოვი „ტორინოს“ დატოვებს, – საქართველოს ნაკრების მცველის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Mondo Toro ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ის მუდმივად გუნდის ერთგულია, საბა საზონოვი იანვარში წასვლას აპირებს.

ხელმძღვანელობა უკვე მუშაობს, რომ მისთვის ახალი გუნდი მოძებნოს. საზონოვის კონტრაქტი 30 ივნისს იწურება: თუ ის იანვარში არ წავა, „ტორინო“ ზაფხულში დადგება რისკის ქვეშ, რომ მცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაკარგოს“, – ამტკიცებს Mondo Toro.

საბა „ტორინოს“ 2023 წელს მოსკოვის „დინამოდან“ შეუერთდა. არასაკმარისი სათამაშო პრატქიკის გამო „ემპოლიში“ გაუშვეს, სადაც დაშავდა და მთელი სეზონი გაუცდა. მოედანზე ევრო 2025-ზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში დაუბრუნდა, სადაც ხელახლა დაშავდა და მას შემდეგ არც უთამაშია და „ტორინოს“ განაცხადშიც არ ფიქსირდებოდა.

მაგრამ სერია A-ს ბოლო ტურში „სასუოლოსთან“ მატჩამდე საზონოვი „ტორინოს“ განაცხადში დააბრუნეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარკო ბარონმა თქვა, რომ „ჯვაროსნების“ მცველმა თამაში დაიმსახურა, მაგრამ საქართველოს ნაკრების 23 წლის ცენტრალურ მცველს ახალი გუნდის ძიება მოუწევს.

პირველი არხი