კომპანია Tesla Inc.-მა აქციონერებს მოუწოდა, დირექტორთა საბჭოში სამი წლის ვადით ხელახლა აირჩიონ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, საბჭოს თავმჯდომარე რობინ დენჰოლმი და საბჭოს წევრი ჯეფრი ბრაიან სტრაუბელი, – ეს გამომდინარეობს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) ვებსაიტზე განთავსებული მინდობილობის განცხადებიდან(proxy statement).

ამ საკითხზე კენჭისყრა აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე 3 დეკემბერს გაიმართება.

მასკი Tesla-ს დაახლოებით 20%-ს ფლობს, მათ შორის 207.5 მილიონ დაგირავებულ აქციას. კომპანიის პოლიტიკა აქციების სანაცვლოდ სესხის აღების ოდენობას 3.5 მილიარდ დოლარამდე და ფასიანი ქაღალდების ღირებულების 25%-მდე ზღუდავს.

გასული წლის ნოემბერში ავტომწარმოებლის აქციონერებმა მასკისთვის 1 ტრილიონ დოლარამდე კომპენსაციის პაკეტი დაამტკიცეს. მისი 2025 წლის კომპენსაცია დაახლოებით 158.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც 423.7 მილიონი აქციის სახით გაიცემა, ნათქვამია proxy statement–ში. მასკი აღმასრულებელი დირექტორის ხელფასს არ იღებს.

წყარო: interfax