ახლო აღმოსავლეთში ნავთობის მიწოდების რისკების ფონზე, Brent-ის ფასი ბარელზე 111 დოლარს გადაცდა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 104 დოლარს აჭარბებს.
ნავთობი ხუთთვიან მაქსიმუმთან ახლოს ივაჭრება. ფასებზე გავლენას ახდენს ირანთან ომის გამო ენერგომომარაგების აღდგენის გაურკვევლობა და ჰორმუზის სრუტეში ახალი თავდასხმების რისკი.
აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის, კრის რაიტის განცხადებით, სპარსეთის ყურიდან ნედლი ნავთობის მიწოდება ომამდელი დონის დაახლოებით 80%-მდე აღდგა, თუმცა გადამუშავებული ნავთობპროდუქტების მიწოდება კვლავ შეზღუდულია.