ევროპაში ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ბუდაპეშტის ზოოპარკში სპილოებს ცივი წყლით აგრილებენ.
უნგრეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ოთხშაბათს უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა – 37 გრადუსი ცელსიუსი იყო.
ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კი ხუთშაბათს 39 (102°F) გრადუსია მოსალოდნელი.
ბუდაპეშტის ზოოპარკში, რომელიც 1866 წელს გაიხსნა, ცხოველებისთვის ისეა მოწყობილი სივრცეები, რომ მაქსიმალურად შეესაბამებოდეს ცვალებად კლიმატურ პირობებს.
„გლობალური დათბობა მხოლოდ საშუალო ტემპერატურის მატებას არ ნიშნავს. ის ასევე გულისხმობს ექსტრემალური ამინდის გახშირებას, რისთვისაც ზოოპარკებიც მზად უნდა იყვნენ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ისე მოვაწყოთ სივრცე, რომ ცხოველებმა აირჩიონ, რაც უნდათ — მზიანი ადგილი, ჩრდილი თუ აუზი. აუცილებელია, მივაწოდოთ წყალი და შესაბამისი საკვები, რომლებიც მათ ფიზიოლოგიურ დაცვას უზრუნველყოფს ასეთ სიცხეში. ამ დროს ცხოველები დიდი რაოდენობით სვამენ წყალს”, – განაცხადა ბუდაპეშტის ზოოპარკის თანამშრომელმა ზოლტან ჰანგმა.
ახალი კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილება იწვევს ექსტრემალურ ამინდს. ბოლო 75 წლის განმავლობაში მსგავსი მოვლენების რაოდენობა გასამმაგდა. სწორედ ეს ცვლილებებია მიზეზი იმისა, რომ მეტეოროლოგები ვერ საზღვრავენ მოსალოდნელი ცხელი ტალღების, გვალვებისა და წყალდიდობების მასშტაბებს.