აშშ-მა სანქციები მოხსნა უნგრეთში პაკშის ატომური ელექტროსადგურის გაფართოების პროექტზე. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
„პაკშის ატომურ ელექტროსადგურში ინვესტიცია უნგრეთის გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კომუნალური ხარჯების შემცირების გარანტიას იძლევა“, – განაცხადა სიიარტომ.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ პაკშის ატომური ელექტროსადგური, რომელიც ბუდაპეშტის სამხრეთით, დუნაის ნაპირზე მდებარეობს, კამათის საგანი იყო რუსეთთან კავშირების გამო, რადგან მასში აქტიურადაა ჩართული რუსული „როსატომი“.
პროექტი, რომელიც გულისხმობს ახალი რეაქტორების მშენებლობას რუსეთის მონაწილეობით, სანქციების სიაში რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოხვდა.