შემოსავლიანობის მხრივ, საქართველოს მთავრობის ევროობლიგაციის შემოსავლიანობა 7.02%-დან 6.45%-მდე შემცირდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

როგორც ანალიტიკურ პუბლიკაციაში წერია, ბოლო ორ კვირაში, საქართველოს მთავრობის ევროობლიგაციის და სს საქართველოს რკინიგზის ინდიკატორული ფასები 0.61%-ით და 0.82%-ით გაიზარდა. შემოსავლიანობის ცვლილებების მხრივ, საქართველოს მთავრობის ევროობლიგაციის შემოსავლიანობა 8.11%-დან 7.86%-მდე დაიკლო.

"GGU-სა და Silknet-ის ობლიგაციების ფასებმა მცირედით მოიმატა, ხოლო შემოსავლიანობამ იკლო, რაც ბაზრის გაუმჯობესებული მოლოდინის მანიშნებელია“, -ვკითხულობთ „თიბისი კაპიტალის“ ანალიზში.