ტაიფუნის მოახლოების გამო ჩინეთმა 600 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ტაიფუნი „ბავი“ ქალაქ ვენჭოუს უახლოვდება, სადაც დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მანამდე, ტაიფუნი იაპონიის სამხრეთით მდებარე საკიშიმას კუნძულებს და ტაივანს დაატყდა თავს.

ტაივანის სახანძრო სამსახურის ცნობით, 87 ადამიანი დაშავდა.

ასევე, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო ტაივანის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში 920 საერთაშორისო რეისი გაუქმდა.

www.interpressnews.ge