ბოლო სამ ათწლეულში პირველად სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით ტვირთი მიიღო, რაც მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის შედეგად ჩაკეტილი რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტების გახსნის კუთხით.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ 5 ნოემბერს სომხეთში ჩავიდა მატარებელი, რომელსაც 1 050 ტონა რუსული ხორბალი გადაჰქონდა. მისი თქმით, "მომდევნო დღეებში" სომხეთში აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით ყაზახეთიდან ექსპორტირებული ტვირთის მიღებას მოელიან.

აზერბაიჯანული სამთავრობო მედია APA-ს ცნობით, 15 სატვირთო ვაგონი, რომელიც რუსული ხორბლით იყო დატვირთული, სომხეთის დალარიკის სადგურზე აზერბაიჯანისა და საქართველოს გამოვლის შემდეგ ჩავიდა, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთის პირდაპირ გადაზიდვის პირველი შემთხვევა იყო 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.