ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მიმართულებით ექსპორტის ზრდა, გაფართოება, ზოგადად, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ჩვენთვის ამ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენაზე საქართველოს პავილიონების დათვალიერების შემდეგ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში.
„დღეს დავათვალიერეთ ქართული პავილიონები, იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც 29 ქართული პროდუქტია წარმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა, გაფართოება, ჩინეთის მიმართულებით, ზოგადად, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ამ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. გავესაუბრეთ ასევე ქართველ მეწარმეებს, რომლები წარმოდგენილები არიან ამ გამოფენაზე და მათი მხრიდანაც მოვისმინეთ, რომ არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ამ მიმართულებით მუშობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა.
"არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ ჩინეთში მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ"- კობახიძე
"არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ ჩინეთში მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ"- კობახიძე
საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა - ირაკლი კობახიძე
ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან - ირაკლი კობახიძე
ვცდილობთ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას იყენებენ- კაია კალასი
1762345800
1762257600
1762178400