ევროკომისიის განცხადების მიხედვით, უწყებამ სომხეთის მთავრობას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა.
"ევროკავშირისა და სომხეთის პარტნიორობის გაღრმავების კონტექსტში, სამოქმედო გეგმის გააქტიურება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სრული ვიზალიბერალიზაციის მიღწევისთვის ევროკავშირსა და სომხეთს შორის. [გეგმაში] გაწერილია ის მოთხოვნები, რომლებიც სომხეთმა უნდა შეასრულოს, სანამ მისი მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებენ" – წერია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკავშირმა და სომხეთმა უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად 2024 წლის სექტემბერში დაიწყეს.