სლოვაკეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენებას მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
„სლოვაკეთი გაყინული აქტივების ჩამორთმევის არცერთ სამართლებრივ და ფინანსურ სქემაში არ მიიღებს მონაწილეობას, თუ ეს თანხები უკრაინის სამხედრო ხარჯებისთვის დაიხარჯება“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.
მისი თქმით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენება ომს „გაამწვავებს“.
„ჩვენ ომის დასრულება გვსურს თუ მისი გამწვავება? ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკრაინისთვის 140 მილიარდი ევრო გამოვყოთ, რათა ომი გაგრძელდეს. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ომი კიდევ ორი წელი გაგრძელდება“, - აღნიშნა ფიცომ.
შეგახსენებთ, გასულ თვეში ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს შესთავაზა, რომ ევროპაში გაყინული რუსული აქტივების უმეტესი ნაწილი უკრაინის მხარდასაჭერად მათი კონფისკაციის გარეშე გამოიყენონ. გეგმის დამტკიცება ბელგიის მიერ გამოთქმული შეშფოთების გამო ვერ მოხერხდა, სადაც რუსული აქტივების დიდი ნაწილია განთავსებული.