მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ყოველდღიური სეირნობა, რომელიც შესაძლოა რამდენიმე წუთიც კი გაგრძელდეს, ალცჰაიმერის განვითარებას ამცირებს.
როგორც theguardian-ი წერს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში 3 000 ან მეტი ნაბიჯის გავლა ანელებს კოგნიტიურ დაქვეითებას ტვინში, რაც ალცჰაიმერის პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი.
- კვლევა 14 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც გამოიკვეთა, ადამიანებს, რომლებიც დღეში 3000-დან 5000 ნაბიჯამდე დადიოდნენ, კოგნიტიური დაქვეითების საშუალოდ სამი წლით შეფერხება, ხოლო მათ, ვინც დღეში 5000-დან 7000 ნაბიჯამდე დადიოდა, 7 წლით შეფერხება აღენიშნებოდათ.
"ჩვენ მოვუწოდებთ ალცჰაიმერის დაავადების რისკის ქვეშ მყოფ ხანდაზმულებს, გაზარდონ ყოველდღიური აქტივობა,“ - განაცხადა კვლევის ავტორმა, დოქტორმა ვაი-ინგ იაუმ.
აღნიშნული დაავადება მსოფლიოში დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს აწუხებს. დაავადება დაკავშირებულია ტვინში ცილების ორი ტოქსიკური ფორმის: ბეტა-ამილოიდური და ტაუ-ცილის დაგროვებასთან.
მეცნიერებმა 50-დან 90 წლამდე ასაკის 296 ადამიანის მონაცემები გააანალიზეს, რაც მოიცავდა კოგნიტიური ფუნქციის ყოველწლიურ შეფასებებს - კერძოდ, ნაბიჯების დათვლას პედომეტრების გამოყენებით და მოხალისეთა ტვინში მავნე ცილების დონის გაზომვას.
როგორც გამოიკვეთა, ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკის მქონე პაციენტებში, ყოველდღიურმა სეირნობამ მავნე ცილების დაგროვებას შეუშალა ხელი.