ალ­ბა­ნე­თი­სა და სა­ბერ­ძნე­თის სა­ზღვარ­ზე მკვლევ­რებ­მა მღვი­მე­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მსოფ­ლი­ო­ში ობო­ბას ყვე­ლა­ზე დიდი ქსე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­შიც 11 00-ზე მეტი ობო­ბა ცხოვ­რობს, რის თა­ო­ბა­ზეც წერს Live Science.

ჟურ­ნალ Subterranean Biology-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით კი, ქსე­ლი 106 კვად­რა­ტულ მეტრზეა გა­და­ჭი­მუ­ლი, მღვი­მის ვიწ­რო შე­სას­ვლე­ლის კე­დელ­ზე. იგი წარ­მო­ად­გენს ერ­თგვარ მო­ზა­ი­კას, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ათა­სო­ბით ცალ­კე­უ­ლი ძაბ­რის ფორ­მის ქსე­ლის­გან.

მკვლე­ვარ­თა გან­ცხა­დე­ბით, ეს არის პირ­ვე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ობო­ბას ორი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კო­ლო­ნი­უ­რი ქცე­ვის თა­ო­ბა­ზე არ­სე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დე­ბის, - გა­ნა­ცხა­და კვლე­ვის წამ­ყვან­მა უნ­გრელ­მა მეც­ნი­ერ­მა იშტვან ურაკ­მა.

  • რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნეს გი­გან­ტუ­რი კო­ლო­ნია

ობო­ბე­ბის გი­გან­ტუ­რი ქსე­ლი მდე­ბა­რე­ობს გა­მოქ­ვა­ბულ­ში, რო­მე­ლიც წარ­მოქ­მნი­ლია ქა­ნე­ბის გო­გირდმჟა­ვით გა­მო­რე­ცხვის შე­დე­გად, თა­ვის მხრივ ის მი­წის­ქვე­შა წყლებ­ში წყალ­ბა­დის სულ­ფი­დის და­ჟან­გვის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნე­ბა. თუმ­ცა, კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი არ იყ­ვნენ პირ­ვე­ლე­ბი, ვინც ნახა ეს ქსე­ლი.

პირ­ვე­ლად კო­ლო­ნია 2022 წელს ჩეხ­მა სპე­ლე­ო­ლო­გებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, თუმ­ცა მისი შეს­წავ­ლა 2024 წელს და­ი­წყო, როცა მღვი­მე უკვე მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა, რომ­ლებ­მაც ქსე­ლის ნი­მუ­შე­ბი შე­აგ­რო­ვეს. მათ იშტვან ურა­კი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

"ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ კო­ლო­ნი­ა­ში ორი სა­ხე­ო­ბის ობო­ბა ბი­ნად­რობს - Tegenaria domestica (ე.წ. ძაბ­რი­სებ­რი ობო­ბა, ან სახ­ლის ობო­ბა) და Prinerigone vagans. ექ­სპე­დი­ცი­ის დროს მკვლევ­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მღვი­მე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 69 000 T. domestica და 42 000-ზე მეტი P. vagans ცხოვ­რობს,“ — ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში.

დნმ-ის ანა­ლიზ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ სწო­რედ ეს ორი სა­ხე­ო­ბა დო­მი­ნი­რებს კო­ლო­ნი­ა­ში.

  • უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნა

იშტვან ურა­კის თქმით, ეს კო­ლო­ნია ერთ-ერთი უდი­დე­სია, რაც კი ოდეს­მე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. უფრო მე­ტიც, აქამ­დე უც­ნო­ბი იყო, რომ ეს ორი სა­ხე­ო­ბა თა­ნა­ცხოვ­რე­ბას ასე მშვი­დო­ბი­ა­ნად შეძ­ლებ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ T. domestica და P. vagans ხში­რად გვხვდე­ბა ადა­მი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბელ­თან ახ­ლოს, მღვი­მე­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი კო­ლო­ნია უნი­კა­ლუ­რია - ეს არის შემ­თხვე­ვა, როცა ორი სა­ხე­ო­ბა ერთ დიდ ქსელ­ში თა­ნა­არ­სე­ბობს. ამას­თა­ნა­ვე, მღვი­მის ბი­ნად­რე­ბი გე­ნე­ტი­კუ­რად გან­სხვავ­დე­ბი­ან იმა­ვე სა­ხე­ო­ბის ობო­ბე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც გა­რეთ ცხოვ­რო­ბენ, რაც მი­უ­თი­თებს მათ ადაპ­ტა­ცი­ა­ზე მკაცრ გა­რე­მო პი­რო­ბებ­თან.

  • რას ჭა­მენ მღვი­მის ობო­ბე­ბი

ჩვე­უ­ლებ­რივ, მკვლევ­რე­ბი მო­ე­ლოდ­ნენ, რომ ძაბ­რი­სებ­რი ობო­ბე­ბი სხვებს და­ეს­ხმე­ბოდ­ნენ თავს, მაგ­რამ მღვი­მე­ში სი­ნათ­ლის არარ­სე­ბო­ბის გამო, მათი მხედ­ვე­ლო­ბა სუს­ტია, ამი­ტომ ისი­ნი იკ­ვე­ბე­ბი­ან ბუ­ზე­ბით.

მღვი­მე­ში გო­გირ­დით მდი­და­რი ნა­კა­დუ­ლი მი­ე­დი­ნე­ბა, რო­მელ­საც უერ­თდე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი წყა­რო­ე­ბი. სწო­რედ ეს ქმნის პი­რო­ბებს მიკ­რო­ბე­ბის, ბუ­ზე­ბი­სა და მათი მტა­ცებ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის­თვის, თუმ­ცა ეს ობე­ბის­თვის მა­ინც საკ­მა­ოდ მწი­რი რა­ცი­ო­ნია...

შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი "დი­ე­ტა“ მღვი­მის ობო­ბე­ბის მიკ­რო­ბი­ომს გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად მრა­ვალ­ფე­რო­ვანს ხდის, ვიდ­რე იმა­ვე სა­ხე­ო­ბის ობო­ბე­ბი­სას, რომ­ლე­ბიც გა­რეთ ცხოვ­რო­ბენ.

"ხში­რად გვგო­ნია, რომ რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბა სრუ­ლად ვი­ცით, მაგ­რამ მა­ინც ხდე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი. ზო­გი­ერთ მათ­განს სა­ო­ცა­რი გე­ნე­ტი­კუ­რი მოქ­ნი­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს, რაც მხო­ლოდ ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ვლინ­დე­ბა", - ამ­ბობს იშტვან ურა­კი.

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვა, რო­მე­ლიც მღვი­მის ბი­ნა­დარ­თა შე­სა­ხებ მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ავ­ლენს.

წყარო: "ამბები ჯი"