41 000 წლის წინ დე­და­მი­წა ძა­ლი­ან ახ­ლოს იდგა აპო­კა­ლიფ­სუ­რი სცე­ნარს აღ­სრუ­ლე­ბას­თან, მა­შინ რო­დე­საც მისი მაგ­ნი­ტუ­რი ველი თით­ქმის მთლი­ა­ნად მო­ი­შა­ლა.

პლა­ნე­ტის ის­ტო­რი­ა­ში ეს ეპი­ზო­დი ცნო­ბი­ლია რო­გორც “ლა­შამ­პის ექ­სკურ­სია“, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­ნი­ტურ ველ­ში დრო­ე­ბი­თი რღვე­ვის გამო, დე­და­მი­წა, ფაქ­ტობ­რი­ვად, კოს­მო­სუ­რი რა­დი­ა­ცი­ის­გან დამ­ცა­ვი თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი ფა­რის გა­რე­შე დარ­ჩა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ ეს არ ყო­ფი­ლა პო­ლუ­სე­ბის სრუ­ლი ცვლა (რო­დე­საც ჩრდი­ლო­ე­თი და სამ­ხრე­თი ად­გი­ლებს იც­ვლი­ან) მაგ­რამ, რამ­დე­ნი­მე ათა­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის ძა­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნორ­მა­ლუ­რი დო­ნის 10%-ზე და­ე­ცა, რის შე­დე­გა­დაც პლა­ნე­ტა სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლი დარ­ჩა კოს­მო­სუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ. ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბებ­მა, რომ­ლე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რივ პი­რო­ბებ­ში მხო­ლოდ პო­ლა­რულ ზო­ნებ­ში ჩნდე­ბა, ზო­მი­ერ სარ­ტყელ­საც მი­აღ­წია - ისეთ რე­გი­ო­ნებს, სა­დაც მსგავ­სი ფე­ნო­მე­ნი მა­ნამ­დე არა­სო­დეს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. კოს­მო­სი­დან მო­მა­ვალ­მა რა­დი­ა­ცი­ულ­მა გა­მოს­ხი­ვე­ბამ ხმელ­თა­შუა ზღვამ­დე მი­აღ­წია და მრა­ვალ ბი­ო­ლო­გი­ურ სა­ხე­ო­ბა­ში გე­ნე­ტი­კუ­რი მუ­ტა­ცი­ე­ბი და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა გა­მო­იწ­ვია.

ჟურ­ნალ Science Advances-ის თა­ნახ­მად, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა თავი მღვი­მე­ებს შე­ა­ფა­რა, სხვე­ბი მზის სხი­ვე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად ტან­საც­მლის დახ­ვე­წას შე­უდ­გნენ.

და ფაქ­ტია რომ მათ მხო­ლოდ გა­დარ­ჩე­ნა კი არა, კულ­ტუ­რუ­ლი ევო­ლუ­ცი­აც შეძ­ლეს - მღვი­მის ხე­ლოვ­ნე­ბა, რი­ტუ­ა­ლე­ბი და სიმ­ბო­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ფორ­მე­ბი სწო­რედ ამ ქა­ო­სის დრო აყ­ვავ­და.

  • შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რომ ეს კვლავ გან­მე­ორ­დეს?

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბოლო ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მაგ­ნი­ტუ­რი ველი საგ­რძნობ­ლად შე­სუს­ტდა, რაც მეც­ნი­ე­რებ­ში შიშს იწ­ვევს - შე­საძ­ლოა ეს ახა­ლი პრო­ცე­სის და­სა­წყი­სი ან პო­ლუ­სე­ბის სრუ­ლი გა­დაბ­რუ­ნე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა იყოს.

"ახლა ყვე­ლა­ფე­რი სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბა. ჩვენ და­მო­კი­დე­ბულ­ნი ვართ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე, ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ზე და თა­ნამ­გზავ­რებ­ზე. თუ ეს სის­ტე­მე­ბი მწყობ­რი­დან გა­მო­ვა, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­იშ­ლე­ბა. ზუს­ტი თა­რი­ღი, რა თქმა უნდა, უც­ნო­ბია, მაგ­რამ კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი მუდ­მი­ვად აკ­ვირ­დე­ბი­ან დე­და­მი­წის ბირ­თვს ცვლი­ლე­ბე­ბის ნიშ­ნე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მეც­ნი­ე­რე­ბა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში წი­ნას­წა­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ: შე­საძ­ლე­ბე­ლია თა­ნამ­გზავ­რე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა, ენერ­გო­სის­ტე­მე­ბის დაც­ვა და სა­გან­გე­ბო პრო­ტო­კო­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

"შემ­დე­გი დიდი გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი რღვე­ვა თით­ქმის უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი სა­კი­თხია, უბ­რა­ლოდ, სა­კი­თხა­ვია, რო­დის? და უნდა გვახ­სოვ­დეს, თუ ერთ დღეს ტრო­პი­კუ­ლი სარ­ტყელ­ში, ცაში ჩრდი­ლო­ე­თის ცი­ა­ლი და­ფიქ­სირ­და, ეს არა მხო­ლოდ შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ნა­ხა­ო­ბა, არა­მედ რა­ღაც ძა­ლი­ან სა­ში­შის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა", - ამ­ბო­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი.

წყა­რო: ambebi.ge